"ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც სამართლებრივი კოლაფსის სურვილი აქვთ"

"ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ სამართლებრივი კოლაფსის. შესაბამისად, სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, შესაძლოა, ამის წინაპირობა გამხდარიყო.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს.

როგორც მან "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცეოდა ისეთ სამართლებრივ რეგულირების სფეროში, რომ მოსამართლეებს ექნებოდათ მაღალი პასუხისმგებლობა და ორ მოსამართლეს ამ პროცესში უხეში ჩარევის საშუალება მიცემოდა, მართლაც შეიძლებოდა, საფრთხე შექმნილიყო ქვეყანაში სამართლებრივი კოლაფსის, რომელსაც ავატურისტი პოლიტიკოსები გამოიყენებდნენ.

"ის რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ჯანმრთელი პროცესი არ არის, მაგრამ ხელისუფლებისკენ ხელის გამოშვერა არასწორია.

ის ადამიანები, რომელებსაც სურდათ საკნონსტიტუციო სასამართლო პოლიტიური მიზნებისთვის გამოეყენებინათ, ჩვენ გვადანაშაულებენ იმ ვითარებაში, რაც შეიქმნა".

ფოფხაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მისი განცხადებები ფაქტებით უნდა დაემტკიცებინა, რაც რეალურად არ მოხდა.

"ჩემი დასკვნები გამომდინარეობს იმ მოვლენებიდან, რომელსაც ახლახან ჰქონდა ადგილი. ამ მოვლენას მოჰყვა მისი განცხადება, რომ მოსამართლეებზე არის ზეწოლა და მიუხედავა იმისა, რომ მას კარგად უნდა ესმოდეს ასეთი განცხადების პოლიტიკური მნიშვნელობა და პასუხისმგებლობის გრძნობაც უნდა ჰქონდეს, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვებოდა რეაქცია, რადგან თუ ზეწოლა არის ხელისუფლების მხრიდან და პოლიტიკური პასუხიმგებლობა ჩვენ უნდა დაგვეკისროს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გაგვებათილებინა. ის მზად უნდა ყოფილიყო, დაესახელებინა სახელები, გვარები, გარემოება, სადც ხდება ზეწოლა. ასეთი რამ, ამას არ მოჰყოლია და მეტიც, არც ერთი საკნონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ეს არ დაადასტურა.

ჩვენ დავდექით რეალობის წინაშე, საკნონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს ზეწოლაზე და ამავდროულად, ვერც ერთი სხვა მოსამართლისგან ამის თაობაზე ინფორმაციას ვერ ვღებულობთ", - განაცხადა ფოფხაძემ.