საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას და ე.წ კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო არ გაიმართა.
პროცესი ბათუმში დღეს, 12.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასამართლოში სამი პირველი კოლეგიის მოსამართლე ქეთევან ერემაძე, კონსტანტინე ვარძელაშვილი და მაია კოპალეიშვილი მივიდნენ.
პროცესზე არ მისულან თამაზ ცაბუტაშვილი და მერაბ ტურავა.
მეორე კოლეგიის სამი მოსამართლე - ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე და ოთარ სიჭინავა თბილისში იმყოფებიან. ისინი დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდნენ.
სულ საკონსტიტუციო სასამართლოში 9 მოსამართლეა.
სხდომის ჩასატარებლად პლენუმის 9 მოსამართლიდან პროცესზე სულ მცირე, 6 მოსამართლე უნდა გამოცხადდეს.