მე რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას და არ დავიწყებდი პირდაპირ სანქციების დადებას

მე რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას და არ დავიწყებდი პირდაპირ სანქციების დადებას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებები ახალ მინისტრთან დაკავშირებით მიუღებელია. 

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ხიდაშელის ადგილზე ასეთი კატეგორიული არ იქნებოდა.

„რამდენიმე საათი მაინც დავუცდიდი ტემპერატურის დაწევას და არ დავიწყებდი პირდაპირ სანქციების დადებას, რომ ეს არის ბოლშევიზმი. ვერ დავეთანხმები ვერანირად თინა ხიდაშელს, მიუხადავად მისი პიროვნული პატივისცემისა", - განაცხადა სერგეენკომ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნას „შეცდომას“ უწოდებს. 

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა პარტნიორებისთვის ცუდი სიგნალი იქნება.