აშშ ატომური ბომბის B61-12-ის მოდერნიზებულ ვერსიას შექმნის. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველი მოდერნიზებული ქობინის გამოშვება 2020 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც დაიწყება სერიული წარმოება.
B61 სერიის ატომური ბომბი აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითად თერმობირთვულ იარაღს წარმოადგენს.