აშშ მოუწოდებს რუსეთსა და სირიის მთავრობას შეტევითი ოპერაციებისგან თავი შეიკავონ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გააკეთა.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ რუსეთმა ასადის რეჟიმი შეტევითი ოპერაციების ჩატარებისგან შეაკავოს“, - აღნიშნა კერიმ.
31 ივლისს სირიის არმიამ ალეპოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში მასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყო.