ტეხასის შტატში გუშინ ძალაში შესული ახალი კანონის მიხედვით, სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიას უფლება ექნება საკლასო თახებში ცეცხლსასროლი იარაღი შეიტანოს. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge წერს.
„ე.წ. “კამპუსში ტარების” კანონი 1966 წელს მომხდარი საუნივერსიტეტო მკვლელობის 50-ე წლისთავზე შევიდა ძალაში. კანონის მიხედვით, მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც აქვთ გავლილი სპეციალური ტრენინგი და ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის გაკვეთილები, შეძლებენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი“, - წერს euroline.ge.
ტეხასის გუბერნატორის აზრით, თუ თავდასხმა მოხდება, საკლასო ოთახში უნდა იყოს ვინმე, ვისაც იარაღი ექნება და თანაკლასელების დაცვა შეეძლება.