თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნება, ზაქარეიშვილს ქეთევან ციხელაშვილი შეცვლის

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნება, ზაქარეიშვილს ქეთევან ციხელაშვილი შეცვლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრები წარადგინა. 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობი დღეს ოფიციალურად დატოვეს თინათინ ხიდაშელმა და პაატა ზაქერეიშვილმა.

ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს პირველი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. 

რაც შეეხება კიდევ ერთ "რესპუბლიკელ" მინისტრს, გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას. მან "რესპუბლიკური" პარტია დატოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 28 ივლისს დააკმაყოფილა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.