საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის წელიწადნახევრის მანძილზე, დაინახა, რომ სასამართლო განსხვავებულად უდგება სხვადასხვა საქმეს. მისი თქმით, ხდება გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით კი, იმ საქმეების, რომლებსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს. "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ტურავა აცხადებს, რომ პოლიტიკური კონტექსტი "რუსთავი 2"-ის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეებს აქვს. "ყველა ეს საქმე ძალიან ჩქარა იქნა ჩანიშნული და განსახილველად გადაცემული. ამას გარდა, ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ ხდებოდა, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეები თავს იყრიდა ყოველთვის პირველ კოლეგიაში. ეს ჩემთვის გარკვეული ეჭვების აღმძვრელი იყო. მე მხოლოდ ეჭვი გამიჩნდა, რადგან ასეთი საქმეები თანაბრად არ ნაწილდებოდა და პირველი კოლეგია იყო ამორჩეული ყველა ასეთი სარჩელის განმხილველად", - განაცხადა ტურავამ. საუბრის დასასრული