პროკურატურის განცხადებამ დამარწმუნა, რომ გიორგი პაპუაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” შტატგარეშე თანამშრომელია

პროკურატურის განცხადებამ დამარწმუნა, რომ გიორგი პაპუაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” შტატგარეშე თანამშრომელია

პროკურატურის განცხადებით დავრწმუნდი, რომ გიორგი პაპუაშვილი არის არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ, ”ნაციონალური მოძრაობის” შტატგარეშე თანამშრომელი, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პროკურატურის განცხადებას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთმა მოსამართლემ მასზე ზეწოლის განხორციელება არ დაადასტურა.

”სხვა მოლოდინი არ მქონდა. პროკურატურის განცხადებით კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ სამწუხაროდ, გიორგი პაპუაშვილი არის არა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ, ”ნაციონალური მოძრაობის” შტატგარეშე თანამშრომელი. ზუსტად იმ ნარატივით გველაპარაკება, რაც ”ნაციონალურ მოძრაობას” და ”რუსთავი 2”-ს ახასიათებს და ზუსტად იმ დღის წესრიგს მიყვება, რაც ”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. წლების განმავლობაში პაპუაშვილმა არ იცოდა უსაქმურობისგან რა გაეკეთებინა, რადგან საქმეები საერთოდ არ შედიოდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვერავინ გაბედავდა ამას და 2012 წლის შემდგომ, რაც კი რამ სარჩელი შევიდა საკონსტიტუციოში პარლამენტის წინააღმდეგ, ყველა გამართლდა და პარლამენტი გამტყუნდა - ყველა მომჩივანმა გაიმარჯვა. ამ ყველაფერს უმოკლეს ვადებში განიხილავდა”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და დასძინა, რომ ერთადერთი გამონაკლისი იყო ბოლო სარჩელი, რომლითაც ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა, საბოტაჟის მოწყობით არჩევნები ჩაეშალა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩაშლა პაპუაშვილმა ვეღარ შეძლო და ისტერიკაში ჩავარდნილი ”ნაციონალური მოძრაობის” მდგომარეობა გახდა საფუძველი იმისა, რომ პაპუაშვილს აბსურდულ ბრალდებებზე დაეწყო საუბარი,„ვითომ რაღაც ზეწოლებთან დაკავშირებით“.

”არ დარჩენილა არც ერთი მაღალი ტრიბუნა, საიდანაც პაპუაშვილს ამაზე არ უსაუბრია. მე მიმაჩნია, რომ პრემიერს ამ ყველაფერზე ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, კონსტრუქციულად მიუდგა და მაქსიმალურად გამოიყენა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო ფორმატი, რომ ამ საქმეში გავრკვეულიყავით. სულ ვამბობდი, რომ პაპუაშვილი ამ განცხადებებს აკეთებდა მხოლოდ ნიუსების სათაურებისთვის და მეტი სხვა მიზეზი არ ჰქონდა. ამასთანავე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მაოცებს მარგველაშვილის შეშფოთება, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ზეწოლის განხორციელების შესახებ. მაოცებს, რადგან გულუბრყვილოდ დაუჯერა პაპუაშვილს, არ ვიცი ნებსით თუ უნებლიედ”, - განმარტა დეპუტატმა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ გიორგი პაპუაშვილი არის იმ ისტერიკის თანამოზიარე, რაშიც ახლა ჩავარდნილია ”ნაციონალური მოძრაობა”.

„როგორც ჩანს, არჩევნებთან ერთად ძალიან ბევრი პენსიონერი გვეყოლება, პოლიტიკური პენსიის გარეშე“, - დასძინა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა.

საქართველოსმთავარიპროკურატურისინფორმაციით, გამოკითხულიმოსამართლეებიდანყველაუარყოფს, რომმათმიმართვინმესმხრიდანრაიმესახისზეწოლას. ამისშესახებპროკურატურისმიერგავრცელებულგანცხადებაშიანათქვამი, რომელიცსაკონსტიტუციოსასამართლოსმოსამართლეებზეგანხორციელებულიშესაძლოზეწოლ