„რესპუბლიკური პარტია“ პოლიტიკურ კულტურაში მოიკოჭლებს, ამიტომ ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს

„რესპუბლიკური პარტია“ პოლიტიკურ კულტურაში მოიკოჭლებს, ამიტომ ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს

”რესპუბლიკურ პარტიას” გამოცდილება დიდი აქვს, თუმცა პოლიტიკურ კულტურაში მოიკოჭლებს, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ”რესპუბლიკელი“ლიდერების ბრალდებებს, მათი პარტიის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების შესახებ.

”რესპუბლიკურ პარტიაში” უფრო გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, ვიდრე ადეკვატური პოლიტიკური კულტურა აქვთ. გამოცდილება დიდი აქვთ, თუმცა პოლიტიკურ კულტურაში მოიკოჭლებენ, თუკი ეს საკითხი მათ ინტერესებს ეხება. ქალბატონი თინა ხიდაშელი ორი დღის წინ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მინისტრობიდან გაშვებას აღიქვამს, როგორც არადემოკრატიულს და ბოლშევიკურს. „რესპუბლიკელებს“ პარტნიორობა წარმოუდგენიათ იმ ფორმით, თუ რა უნდათ მათ და ყოველთვის ცდილობენ, ეს პარტნიორობა იყოს მათთვის ვიწროპოლიტიკურად მომგებიანი. თუკი ჩვენ გადავხედავთ მათ რეალურ ქმედებებს, მათი მხრიდან ამ პარტნიორობის ფორმატში არ წყდებოდა გაუაზრებელი, არაეთიკური, არაპარტნიორული და უხეში თავდასხმები”, - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს.

მისივე თქმით, ”რესპუბლიკელებმა” ყველაფერი ”თავის თავს უნდა დააბრალონ”.

”გავიხსენოთ დავით ზურაბიშვილი, ან თუნდაც ლევან ბერძენიშვილი, გაუთავებელი, უსაფუძვლო და არაეთიკური ბრალდებებით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიდი მადა ჰქონდათ ძალიან ბევრ რამეში. შეეგუოს ”რესპუბლიკური პარტია”, რომ კოალიციის დატოვება მოუწიათ სწორედ მათი ”ვითომპარტნიორული” ურთიერთობის გამო, მათ ეს თავად მოინდომეს, როგორც ჩანს. მათი საქმეები უფრო მეტად ამაზე მეტყველებს. შეეგუონ იმ ფაქტს, რომ დიახ, ხელისუფლებაში არის მმართველი პოლიტიკური ძალა და ადგილობრივ დონეზე, თვითმმართველობები, დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, ვინ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე და ვის რა პოზიციები უნდა ეკავოს. ხელმძღვანელი იყოს ვინმე და უსაფუძვლო კრიტიკით ერთობოდეს, არ მგონია სახელმწიფოებრივი მიდგომა იყოს. ის, რა პოლიტიკური პროცესიც მიმდინარეობს, აბსოლუტურად ბუნებრივია და არ მოსწონთ „რესპუბლიკელებს?“ - თავის თავს დააბრალონ და დააბრალონ იმას, რა პოლიტიკური ანტინარატივიც ჰქონდათ ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, არც თუ ისე ცუდი პოზიციები ეკავათ”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ხარაგაულისსაკრებულოსფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის, ინგამაღრაძისთანამდებობიდანგადაყენების საკითხი დააყენა. საკითხს კენჭი დღევანდელ სხდომაზე ეყარა, თუმცა არასაკმარისი ხმების გამო მაღრაძის გადაყენებავერმოხერხდა. „რესპუბლიკური პარტია“ აღნიშნულის გამო ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.