რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-8 ჩამოაგდეს.
თავდაცვის უწყების ცნობით, ჯერ უცნობია ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სამი წევრის და ორი რუსი ოფიცრის ბედი.
„პირველ აგვისტოს, იდლიბის პროვინციაში გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოგდებულ იქნა რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი "მი-8", რომელიც ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შემდეგ ჰმეიმის ბაზაზე ბრუნდებოდა“,- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.