იგორ გიორგაძის წითელი ცირკულარიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება ინტერპოლმა ცალმხრივად მიიღო - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ”იმედისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ირაკლი შოთაძემ იგორ გიორგაძის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ინტერპოლის გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურისთვის მოულოდნელობა იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნიდან მოხსნა ბრალდებული იგორ გიორგაძე, მას შესაძლებლობა არ აქვს საქართველოში დაბრუნების, ვინაიდან იგი რჩება ადგილობრივ ძებნაზე და მისი დაბრუნების შემთხვევაში მოხდება მისი დაკავება. ჩვენთვის ეს ფაქტი გასაკვირი იყო, ვინაიდან ინტერპოლმა ეს პროცედურა განახორციელა ცალმხრივად ჩვენი შეტყობინების გარეშე. მასალების და მტკიცებულებების გარეშე რაც არის სამწუხარო ფაქტი და არის სამწუხარო პრაქტიკა, რომელსაც ბოლო პერიოდია რაც ინტერპოლში დამკვიდრდა. და ამ ახალი პოლიტიკის საფუძველზე ბევრი ადამიანი და ბევრი ძებნილი მსოფლიოს მასშტაბით მოხსნილია საერთაშორისო ძებნიდან“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.