ტეხასის შტატში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ტეხასის შტატში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ტეხასის შტატის ქალაქ ლოკჰარტთან ახლოს საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მასზე 16 ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ცნობით, საჰაერო ბურთს ჯერ ცეცხლი წაეკიდა და შემდეგ ვარდნა დაიწყო.

ოფიციალური პირების განმარტებით, შემთხვევის შედეგად საჰაერო ბურთში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათსა და ორმოც წუთზე მოხდა. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სააგენტოს საგამოძიები ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.