ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება

ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ”იმედისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებაზე ისაუბრა. 

”საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე არის საუბარი, გამოძიება გრძელდება. ჩვენ მოვისმინეთ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც საუბრობდნენ კონკრეტულ კომპანიებზე. საუბარი იყო ”კალა კაპიტალსა” და ”ალფა ბანკზე”, რომ გადარიცხვა მოხდა ბრალდებულების პირად ანგარიშებზე, რომლის უკანაც შესაძლებელია ყოფილიყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ მიმართულებით გაგზავნილია შესაბამისად საერთაშორისო მიმართულებით თხოვნები, რათა მოვიპოვოთ ეს ინფორმაცია, ვინაიდან ეს გადარიცხვები არ არის განხორციელებული საქართველოში, განხორციელებული არის არარეზიდენტ იურიდიულ პირების ანგარიშების მეშვეობით, შესაბამისად, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ გამოძიებით და აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.