„ბიბისი“- თურქეთში „ქურთების მუშათა პარტიის“ 35 მებრძოლი დაიღუპა

„ბიბისი“- თურქეთში „ქურთების მუშათა პარტიის“ 35 მებრძოლი დაიღუპა

თურქეთში,წუხელ „ქურთების მუშათა პარტიის“  წევრებმა „ჩუკურჩას“ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა სცადეს. „ბი-ბი-სი“-სინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 35 „ბოევიკი“ დაიღუპა.

თურქეთის სამხედრო შეიარაღების წარმომადგენელთა განმარტებით, „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლები თვითმფრინავებიდან მაშინ შენიშნეს, როდესაც ისინი სამხედრო ბაზას უახლოვდებოდნენ. სამხედროების თქმით, მათი უმეტესობის ლიკვიდირება საჰაერო თავდასხმების შედეგად გახდა შესაძლებელი, 12 მათგანი კი სახმელეთო ოპერაციის მსვლელობისას მოკლეს. 

ღამით დაგეგმილ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე თურქეთის შეიარაღებული ძალები და „ბოევიკები“ ერთმანეთს ჰაკარის პროვინციაში დაუპირისპირდნენ, შეტაკებისას თურქეთის შეიარაღებული ძალების  8 ჯარისკაცი დაიღუპა.

თურქეთის ხელისუფლებასა და „ქურთების მუშათა პარტიას“ შორის საზავო მდგომარეობა 2015 წლის ივლისში დაირღვა, როდესაც თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქურთების ბანაკების დაბომბვა დაიწყო.