„ბიბისი“- ერევანში, ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაიღუპა

„ბიბისი“- ერევანში, ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაიღუპა

ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებულ პოლიციის განყოფილებასთან ახლოს სროლა ისმის. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა. 

„მანქანაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი 30 წლის იურა ტეპანოსიანი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. ავტომანქანა პოლიციის სამმართველოს შენობიდან 400 მეტრის დაშორებით იდგა“, -განცხადა პოლიციის პრესსპიკერმა აშოტ აღარუნიანმა. 

შემთხვევამდე ორი საათით ადრე პოლიციის გამყოფილებაში შეჭრილ შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს სპეცსამსახურის მიერ მიცემულ ულტიმატუმს ვადა ამოეწურა. 

გუშინ ღამით სამმართველოს ტერიტორიასთან ახლოს პოლიციის თანამშრომლებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მასობრივი დაკავება და ორმხრივი სროლაც მოხდა. 

17 ივლისს შეიარაღებული დაჯგუფება ერევანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა, ისინი დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვენ.