შეიარაღებულ პირებს 17:00 საათამდე აქვთ ვადა ხელისუფლებას ჩაბარდნენ

შეიარაღებულ პირებს 17:00 საათამდე აქვთ ვადა ხელისუფლებას ჩაბარდნენ

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში მყოფ შეიარაღებულ პირებს 17:00 საათამდე აძლევს ვადას ხელისუფლებას ჩაბარდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო PanARMENIAN ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, იარაღის დაყრისთვის და სამართალდამცველებისთვის ჩაბარებისთვის შეირაღებულ პირებს ვადა ადგილობრივი დროით 17. 00 საათამდე ეძლევათ, წინაღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველებს გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის უფლება ექნებათ. 

წუხელ ერევანში პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირების მხარდასაჭერად მასობრივი აქცია გაიმართა. სამართალდამცავებმა აქტივისტები ძალის გამოყენებით დაარბიეს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. 

დაპირისპირების შემდეგ 60-მდე აქტივისტი საავადმყოფოში, სხვადასხვა სირთულის ტრავმით გადაიყვანეს.