კახა კალაძე:  დაველოდოთ, 8 ოქტომბერს გამოჩნდება ყველაფერი

კახა კალაძე: დაველოდოთ, 8 ოქტომბერს გამოჩნდება ყველაფერი

დაველოდოთ, 8 ოქტომბერს გამოჩნდება ყველაფერი თუ ვინ იქნება გამარჯვებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა .

”რაც შეეხება ზოგადად კვლევებს, ჩემთვის მთავარია ის, რასაც ვხედავთ - მოსახლეობასთან საუბარი. ყოველთვის ხალხმრავალია ჩვენი შეხვედრები, დაველოდოთ, 8 ოქტომბერს გამოჩნდება ყველაფერი, თუ ვინ იქნება გამარჯვებული, რა პროცენტით და როგორ”, - განაცხადა კალაძემ. 

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას“.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. ამასთან, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.