გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა "ქარული ოცნება-დემოკრატიული საქარათველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ზაქარია ქუცნაშვილი აქტიური და წარმატებული დეპუტატია. 

”ის მთის კაცია და ყველაზე კარგად იცის, რა გტკივათ და რა გიხარიათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის რეფორმებზე. 

"ამ მიღწევების წყალობით მეტი და მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ყველა ოჯახში უნდა შევიდეს კეთილდღეობა. ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება და ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების გეგმა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

"ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად, იმსახურებს მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.