თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. როგორც გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Frankfurter Allgemeine Zeitung-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვიღებთ ათასობით მოკლეტექსტურ შეტყობინებას და განცხადებებს ტვიტერში, სადაც ნათქვამია -„ თუ სიკვდილით დასჯას კვლავ არ შემოიღებთ, თქვენს პარტიას მხარს აღარ დავუჭერთ“, - განმარტა ჩავუშოღლუმ.
მისივე მოსაზრებით, ევროკავშირს „არა აქვს უფლება“ ამ საკითხში ანკარას „ჭკუას ასწავლიდეს“.
„ეს კარგს არაფერს მოიტანს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ სიკვდილით დასჯის შემოღების შემთხვევაში, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები შეჩერდება.