სოფელ გეგუთში საპროტესტო აქციას მართავენ

სოფელ გეგუთში საპროტესტო აქციას მართავენ

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები სოფელ გეგუთში საპროტესტო აქციას მართავენ. მშენებლობაზე დასაქმებულები კომპანიისაგან, "აკორდ ჯორჯიასგან" კუთვნილი, 4 თვის ხელფასების გაცემას მოითხოვენ. 
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების თქმით, მათი საშუალო ხელფასი 600 ლარია. 
სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, დასაქმებულებს "აკორდ ჯორჯიას" ადმინისტრაციასთან შეხვედრა რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ყოველ შეხვედრაზე ატყუებდნენ.