„როსსელხოზნადზორის“ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უწყებას რძის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმების თხოვნით მიმართა

„როსსელხოზნადზორის“ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უწყებას რძის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმების თხოვნით მიმართა

რუსეთში სულგუნის ექსპორტის დაწყების მიზნით, ქართულმა მხარემ „როსსელხოზნადზორს“თხოვნით მიმართა, ჩაატაროს ქართული რძის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმება.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული უწყება ავრცელებს.

„როსსელხოზნადზორის“ ცნობით, შესაბამისი ინიციატივით საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა უწყების ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტს სამუშაო შეხვედრაზე მიმართა. ჩეკურაშვილის თქმით, ყველის მწარმოებლებს საქართველოდან, სულუგუნის რუსულ ბაზარზე გატანის მაღალი დაინტერესება აქვთ.