შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე სიახლეები ოსურ ენაზეც გამოქვეყნდება

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე სიახლეები ოსურ ენაზეც გამოქვეყნდება

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით www.shidakartli.gov.ge ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის მიერ რეგიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას ოსურ ენაზეც გაავრცელებს - აღნიშნული შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, განახლებული ვებ გვერდის საშუალებით ადმინისტრაცია ინფორმაციას ამ დრომდე ქართულ და ინგლისურ ენაზე ავრცელებდა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის იოსებ ოქრომელიძის თქმით, ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია შეეხება როგორც რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის ხელშეწყობისკენ მიმართულ სახელმწიფო პროგრამებს.

”მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის და ზოგადად ოსურენოვანი მოქალაქეების ინფორმირება იმ სიკეთეების თაობაზე რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.