გიორგი კვირიკაშვილი:   „ქართული ოცნება“, როგორც უალტერნატივო ძალა, გაიმარჯვებს

გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“, როგორც უალტერნატივო ძალა, გაიმარჯვებს

„ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც დღეს უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყნის სწორი გზით განვითარება შეუძლია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მცხეთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მხარდაჭერის თხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ რეალური პოლიტიკით, რეალური ნაბიჯებით ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებას მივაღწევთ.

„ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ! დავასრულეთ ძალადობა და ერთად მოვიპოვეთ თავისუფლება! დღესაც ერთად, სწრაფი განვითარებით უნდა მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მშობლების თაობის, ჩვენი შვილების კეთილდღეობას! ამას სთავაზობს დღეს „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხს! რეალური პოლიტიკით, რეალური ნაბიჯებით ჩვენ მივაღწევთ ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებას! ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვჭირდება. მჯერა, არჩევნებში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც დღეს უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყნის სწორი გზით განვითარება შეუძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.