მოლოდინი გვაქვს, რომ პროკურატურა ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებს

მოლოდინი გვაქვს, რომ პროკურატურა ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებს

ზეწოლის ფაქტი ყოველთვის არ მატერიალიზირდება ანუ ყოველთვის ეს არ არის მატერიალურ ხელშესახებ მტკიცებულებებში, - აღნიშნულის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა ჟურნალისტებს დაკითხვის დასრულების შემდგომ განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაციები დეტალურად მიაწოდა. როგორც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ პროკურატურა მის ხელთ არსებულ რესურსებს გამოიყენებს და საქმეს სწორად შეაფასებს.

„მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, რომ პროკურატურა ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებს, რათა დადგინდეს და სწორად შეფასდეს ფაქტები. გამოძიებას მივაწოდე ყველა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტული პიროვნებების შესახებ, რაც ჩემთვის იყო ცნობილი“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე: არსებობს თუ არა მტკიცებულება, რომ მოსამართლეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, კოპალეიშვილი აცხადებს:

„ზეწოლის ფაქტი ყოველთვის არ მატერიალიზდება, ანუ ყოველთვის ეს არ არის მატერიალურ ხელშესახებ მტკიცებულებებში. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ქცევები, რომელიც ძალიან მალე ქარწყლდება, თუკი დროულად არ მოხდება მისი დამაგრება, როგორც მტკიცებულების. ეს, ზოგადად, ერთ-ერთი ურთულესი ფაქტია გამოძიებისთვის. მე მესმის მათი, მაგრამ მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც არსებობს ზემოქმედებების ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ის ვლინდება გარეგნულ მოქმედებებში“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის მაია კოპალიეშვილის დაკითხვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.