ხვალ, 30 ივლისს, 11.45 საათზე, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ახლადდამონტაჟებულ მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემას დაათვალიერებს.
პროექტი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა.