პრემიერის მოსაზრებაა, რომ მთაწმინდის ოლქში “ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი კანდიდატი არ დაუპირისპიროს და მას მხარი დაუჭიროს

პრემიერის მოსაზრებაა, რომ მთაწმინდის ოლქში “ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი კანდიდატი არ დაუპირისპიროს და მას მხარი დაუჭიროს

პრემიერ-მინისტრის აზრით, თუკი სალომე ზურაბიშვილი მაჟორიტარად იყრის კენჭს, “ქართულმა ოცნებამ“ მას საკუთარი კანდიდატი არ უნდა დაუპირისპიროს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში აპირებს კენჭისყრას. ვოლსკი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუკი მას “ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც დაუჭერს მხარს.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.

“პრემიერ-მინისტრს აქვს მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი განვლილი გზით, თავისი ინტელექტუალური რესურსით, ადამიანური რესურსით არის პიროვნება, რომელიც გამოადგება ქვეყანას, თუკი ის პარლამენტის წევრი გახდება. მე პრემიერის მოსაზრებას ვეთანხმები. თუკი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს, რომ არჩევნებში კენჭი იყაროს, პრემიერ-მინისტრს არ ჰგონია, რომ მას “ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატურა უნდა დაუპირისპიროს“, - აცხადებს გია ვოლსკი.