გია აბდალაძე - ერთადერთ რამეს ვითხოვთ:   სამართლიანობამ იზეიმოს და ჩვენი რეაბილიტაცია მოხდეს

გია აბდალაძე - ერთადერთ რამეს ვითხოვთ: სამართლიანობამ იზეიმოს და ჩვენი რეაბილიტაცია მოხდეს

სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში „ფოტოგრაფების საქმეს“ ფარდა აეხსნას, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა.

გია აბდალაძე მეუღლე ნესტან ნეიძესთან ერთად საგამოძიებო უწყებაში სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში გარკვეული საკითხების დასაზუსტებლად იყო დაბარებული, ასევე დაიკითხა მისი მეუღლე.

„დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში უკვე დასრულდება გამოძიების პროცედურები და სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ფარდა აეხსნას „ფოტოგრაფების საქმეს“ და ნათელი მოეფინოს რა ხდებოდა. დავაზუსტეთ კონკრეტული დეტალები, შესაძლებელია უახლოეს მომავალში ჩვენს კოლეგებს კიდევ მოუწიოთ აქ მოსვლა. იმედია, ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს - სამართლიანობამ იზეიმოს და ჩვენი რეაბილიტაცია მოხდეს, უდანაშაულო ადამიანების, რომლებიც პატიმრობაში ვიყავით“, - აღნიშნა გია აბდალაძემ.