საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.

დავით უსუფაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა.

ეს არის პირველი მოლაპარაკებები მას შემდეგ, რაც მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ დააკმაყოფილა.

ასევე შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინათ გამოვიდა ინიციატივით ხელისუფლების სხვადასხვა შტოების პირველ პირებს შორის აუდიენციის გამართვის შესახებ. აღნინული ინიციატივა გიორგი პაპუაშვილს განცხადებებს მოჰყვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას უკავშირდებოდა.