მერაბ ტურავა:  პროტესტს გამოვხატავ, რომ არ ვიცი, ხორციელდება თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა

მერაბ ტურავა: პროტესტს გამოვხატავ, რომ არ ვიცი, ხორციელდება თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა აცხადებს, რომ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, არ იცის ხორციელდება თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა.

მერაბ ტურავა მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, პლენუმს უნდა ემსჯელა.

"პროტესტს გამოვხატავ იმასთან დაკავშირებით, რომ იციან სხვებმა, ყველამ იცის, მაგრამ მე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, არ ვიცი იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა სასამართლოს შიგნით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, პლენუმი უნდა შეკრებილიყო, უნდა გვემსჯელა ამ ფაქტზე. არ ვიცი, როდის შეიკრიბა პლენუმი და როდის იმსჯელა ზეწოლის ფაქტებზე. მე ჩემს კოლეგებსაც ვკითხე ამის შესახებ. მათაც დამიდასტურეს, რომ არავითარი მსჯელობა რომელიმე მოსამართლის მიმართ ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა,"- განაცხადა მერაბ ტურავამ.

მთავარ პროკურატურაში მოსამართლეების დაკითხვა ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.