ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიაში ახალი რეგულაციების დაწესება და მისი გამკაცრება გაუგებრობა და ქულების დაწერაა. ის არასწორად მიიჩნევს ადამიანის დაავადების შემთხვევაში რომელიმე კომპანიისთვის ხარჯების ანაზღაურების დაკისრებაზე.
როგორც ექსპერტი CBW-თან საუბრისას ამბობს, ამ ეტაპზე თამბაქოს აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ შენობებშიც საკმარისი იქნება, თუმცა ამანაც შესაძლოა ბარების შემთხვევაში გარკვეული პრობლემაც მოიტანოს.
„მე, როგორც არამწეველი, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და დახურულ შენობაში აიკრძალება თამბაქოს მოწევა, ვფიქრობ, ეს შეამცირებს მის მოხმარებას. მაგრამ ის, რომ ადამიანს დაავადების შემთხვევაში კომპანიამ აუნაზღაუროს ხარჯები, ამის მომხრე არ ვარ. უსაშველო საჩივრები და სასამართლოები იქნება. ეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც დახლს ქვევიდან სიგარეტის გაყიდვა“, - განმარტავს ემზარ ჯგერენაია.
რაც შეეხება წარწერების გაზრდას, მისი თქმით, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ინგლისში გამოუჩნდა ბევრი მომხრე, მაგრამ არ მგონია მიიჩნევს, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს. „ჩვენ უკვე ზღვარს გადავდივართ. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ საკმარისია მხოლოდ მოწევის აკრძალვა სამსახურებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობაში. ეს სავსებით მისაღებია და ამ ეტაპზე საკმარისიც“,- განაცხადა ჯგერენაიამ.
მისივე განმარტებით, თამბაქოს ინდუსტრიაში მსგავსი რეგულაციების დაწესება საქართველოს ბიუჯეტზეც საგრძნობლად იმოქმედებს.
„მეორე მხრივ თამბაქოს იმპორტის დაბეგვრით მიღებული შემოსავალი ბიუჯეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ასეთ აბსურდულ რეგულაციებს მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს აისახება ბიუჯეტზე და დააახლოებით საუბარია, 60 მილიონზე.
რაც შეეხება სამედიცინო წარწერის გაზრდას, ზოგადად, ასეთი რამ არანაირ ზეგავლენას არ ახდენს თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე. ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და რესტორნებში-კაფეებში მისი აკრძალვა.
თუმცა, ასეთი კითხვაც მაქვს, თუ ადამიანი მიდის მძიმე როკის ბარში, რომელიც გაიგივებულია სიგარეტის მოწევასთან, ალკოჰოლთან. ვიღაცას სურს, რომ დალიოს ალკოჰოლი და მოწიოს სიგარეტი, იმათ რომ ავუკრძალოთ იმ ბარში მოწევა, რაღაც გაუგებრობაში გადავდივართ. ან არ უნდა მივიდეს ბარში, ან სიგარეტი არ უნდა მოწიოს.
მგონია, ჩვენ ვჩქარობთ. ქულას ვიწერთ, ოღონდ ვის წინაშე ამას ვერ ვხვდები. ყველაფერს სჭირდება დრო და ტემპი“,- აღნიშნა ჯგერენაიამ.