ჩემთვის საოცარია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რომელიც პრაქტიკულად ნულთან ძალიან ახლოს არის, - ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგებთან დაკავშირებით.
დავით ნარმანია აცხადებს, რომ NDI-ის კვლევის შედეგების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. მერი დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი 8 ოქტომბრეს „საქმის მკეთებელი გუნდის მიმართ“ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, ვის მისცენ ხმა, დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენ გუნდის მხარდამჭერები არიან.უბრალოდ, არსებობს კატეგორია ადამიანების, რომლებიც გამოკითხვების დროს არ ასახელებენ, ვის მიმართ აქვთ სიმპათია. ვიცი, რომ საქმის მკეთებელი გუნდის მიმართ სიმპათია გააჩნიათ და 8 ოქტომბერს შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.