ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რუსთავის # 1 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ტარიელ ტყემალაძე იკითხება.
ტყემალაძემ პროცესზე 2006 წლის 12 იანვრის ღამე გაიხსნება და განაცხადა, რომ სად-ის მაშინდელი თავმჯდომარე ბაჩო ახალაია, მისი მოადგილე ლერი ხუხია და მე-7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა დაწესებულებაში სპეცრაზმთან ერთად შევიდნენ და პატიმრები, მათ შორის გია გორგაძე სცემეს.
"მე 2006 წლის 8 იანვარს დავინიშნე დირექტორად. მითხრეს, რომ ამ დაწესებულებაში იყო გია გორგაძე, რომელსაც მეორე დღესვე, 9 იანვარს შევხვდი. გორგაძე ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა. ჰქონდა მობილური ტელეფონიც. სწორედ მისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ზონაში იარაღი უნდა შემოსულიყო. ეს ინფორმაცია იმსახურებდა ყურადღებას და საჭიროებდა რეაგირებას, რომელზეც დეპარტამენტი მუშაობდა. ყველა ინფორმაცია არ მართლდება. კონფიდენციალურად მოუწოდებიათ ინფორმაცია, რომელიც ყალბი ყოფილა. ავტომატის გარედან ზონაში გადაგდება კი სიმძიმის გამო შეუძლებელი იყო," - განაცხადა ტყემალაძემ.