პროკურატურის მოლოდინი იყო, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე გამოძიებასთან ითანამშრომლებდა და ასეც მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გამოკითხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც გოგაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
„ასე მოიქცევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც. ყველა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას მაქსიმალურად ცდილობს პროკურატურა. ამ საქმეზეც ვერ იქნება განსხვავებული მიდგომა. შევეცდებით, მაქსიმალურად ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა. განსაკუთრებული მიდგომა არც ერთ საქმეზე არ არსებობს“, - განაცხადა გოგაძემ.