პრემიერ-მინისტრის ხედვა იყო ასეთი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯობდა სხვა პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში”, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
”მე დარწმუნებული ვარ, ის შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან ამ მნიშვნელოვან საქმეებს”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია თეონაა აქუბარდიას ან დავით ზალკალიანის თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნაზე, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ”ამ თემაზე პრივილეგიაც და ტვირთიც პრემიერისაა”.
”აქ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი ოფიციალურად არ ერთვება, არაოფიციალურად კონსულტაციების საკითხი სხვა საქმეა, მაგრამ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრია ამ საქმეში გადამწყვეტი უფლების მქონე ადამიანი”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გუშინ, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს.