თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, ხიდაშელი თანამდებობას 1-ელი აგვისტოდან დატოვებს.
„დღეს, დღის მეორე ნახევარში, თავდაცვის მინისტრმა მიმართა საქართველოს პრემიერს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1-ელი აგვისტოდან“, - განაცხადეს სამინისტროში.