ირაკლი სესიაშვილის თქმით, მას არ ჰქონდა დრო თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისთვის ეკითხა, თუ რას და როგორ აპირებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, დატოვა თუ არა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტი.
„ჩემთვის ეს ცნობილი არ არის. დღეს შევხვდი ქალბატონ მინისტრს, ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება ტარდება კრწანისში. ძალიან კარგად არის ყველაფერი მომზადებული. აქ ხდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე დახვედრა. არც მქონდა დრო ამ საკითხზე მინისტრთან მესაუბრა, არც ვარ ამ საქმეში ჩართული. ალბათ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ განიხილება მისი კანდიდატურა, სესიაშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. რაც შეეხება ხიდაშელის შემცვლელის კანდიდატურას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის უწყებას ძლიერი ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს.