"რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, ”რესპუბლიკელი” მინისტრები ასრულებენ პირობას, რაც მათ საჯაროდ დადეს, რომ ვიზიტების დასრულების შემდეგ თანამდებობებს დატოვებდნენ.
როგორც დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან თემაზე კომენტირებისას განაცხადა, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ”რესპუბლიკელი” მინისტრები დღეს მთავრობის სხდომას არ ესწრებოდნენ.
”უსუფაშვილმა პარტიის ოფისში თქვა, რომ ჩვენი მინისტრები ბოლო ვიზიტებს დაამთავრებენ და შემდეგ აღარ იქნებიან მინისტრები.თინა ხიდაშელს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაატა ზაქარეიშვილს - გერმანიაში. ორივე მათგანი ჩამოვიდა. ბუნებრივია, რომ არცერთი დღეს არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე - ისინი ასრულებენ იმ პირობას, რაც ”რესპუბლიკურმა პარტიამ” და მინისტრებმა საზოგადოებას მივეცით, რომ ისინი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი. არის რაღაც რამდენიმე დღიანი პროცედურა, რომელიც დასამთავრებელია. ისინი მინისტრები არ არიან,”-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „იმედთან“ საუბარში.