ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია შეკითხვას პასუხობს

ვინ იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია შეკითხვას პასუხობს

ოთარ დანელიამ არ იცის თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი სოფლის მეორნეობის მინისტრის პოსტზე.

როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

"ჯერ დრო გვაქვს, ამიტომ, გვადროვეთ და აუცილებლად გაგაგებინებთ", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.