„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
ანგარიშის მიხედვით, დასაქმებულად თავს გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, ხოლო 63% დაუსაქმებლად.
„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.