გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა

გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა

DI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა. 
შესაბამის შეკითხვაზე, კატეგორია „იგივე დარჩა“ რესპონდენტთა 53 %-მა აირჩია. გამოკითხულთა 19 %-მა განაცხადა, რომ „გაუმჯობესდა“, 25 %-მა კი აღნიშნა, რომ „გაუარესდა“. კატეგორიაზე „არ ვიცი“ მოდის რესპონდენტთა 2 %.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აგვისტოში ამავე შეკითხვაზე არსებული მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: „გაუმჯობესდა“ – 9 %, „იგივე დარჩა“ – 47 % და „გაუარესდა“ – 43 %.

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.