NDI მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს

NDI მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს

NDI მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან” აცნობეს, NDI და CRRC-საქართველო მედიას 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. 
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, მედიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები. 
”კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კვლევის პრეზენტაცია 27 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.