აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის მოვალეობას შამილ აძინბა შეასრულებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერის მოვალეობას შამილ აძინბა შეასრულებს

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრემიერ მინისტრის არტურ მიქვაბიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა. 

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი იუწყება. 

მათივე ინფორმაციით, ე.წ. პრემიერ მინისტრის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე პრემიერი შამილ აძინბა შეასრულებს.

მარიონეტული რეჟიმის პრემიერ მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.