ამბასადორიალზე ხვალ დისკუსიის მთავარი თემა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება

ამბასადორიალზე ხვალ დისკუსიის მთავარი თემა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება

ხვალ, ამბასადორიალის ფარგლებში, დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგით დაგეგმილია შემდეგ საკითხებზე მსჯელობა: - დემოკრატიული განვითარება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კულტურული დიპლომატია, ეკონომიკური დიპლომატია. 
დისკუსიაში მინისტრები და პარლამენტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. 
ხვალ ასევე დაგეგმილია ამბასადორიალის მონაწილეთა შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. ტექნოლოგიური პარკში საქართველოს ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემის პრეზენტაცია გაიმართება. 
დღის ბოლოს დიპლომატები საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან. 
ამბასადორიალი დღეს გაიხსნა და 29 ივლისს დასრულდება.