რიონში 20 წლის გოგონა დაიხრჩო

რიონში 20 წლის გოგონა დაიხრჩო

მდინარე რიონში 20 წლის გოგონა დაიხრჩო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ამბროლაურის მცხოვრებლებმა განუცხადეს, გოგონა მეგობრებთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა , რა დროსაც წყალმა გაიტაცა და დაახლოებით ორ კილომეტრში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა. 
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ გამოძახებული. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.