გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი იმ პროექტით დაინტერესდა, რომლის ფარგლებშიც ფერეიდნელი ქართველები საქართველოში იმყოფებიან და ქართულ ენასა და მუსიკას სწავლობენ. 
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ფერეიდნელ ქართველებს მხარდაჭერა გამოუცხადა ქართული ენის შესწავლის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების შენარჩუნებას. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.