ბერლინის კლინიკაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

ბერლინის კლინიკაში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკაში უცნობმა პირმა ცეცლხი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

დაუდასტურებელი ცნობით, თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. დაღუპული კლინიკის ექიმია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ინციდენტი ბერლინის შტეგლიტცის რაიონში, ბენჯამინ ფრანკლინის სახელობის კლინიკაში მოხდა.