ეკლესიაზე თავდასხმა ყველა კათოლიკესთვის მიყენებული სულიერი ჭრილობაა

ეკლესიაზე თავდასხმა ყველა კათოლიკესთვის მიყენებული სულიერი ჭრილობაა

საფრანგეთის  პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი მიიჩნევს, რომ ნორმანდიაში ეკლესიაზე თავდასხმა “ყველა კათოლიკესთვის მიყენებული სულიერი ჭრილობაა”.

მანუელ ვალსმა თავდასხმას ბარბაროსული ქმედება უწოდა და განაცხადა, რომ ეს ერს უფრო გააერთიანებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

დანებით შიარაღებული ორი მამაკაცი დღეს ნორმანდიის ქალაქ სენ-ეტიენ-დიუ-რუვრეს ეკლესიაში შეიჭრნენ და ექვსამდე მძევალი აიყვანეს. მალევე პოლიციამ განაცხადა, რომ ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ფრანგული მედიის ცნობით, სამართალდამცველები ისინი მაშინ მოკლეს, როდესაც ეკლესიის დატოვებას ცდილობდნენ. თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა მღვდელს ყელი გამოჭრეს და კიდევ ერთი მძევალი მძიმედ დაჭრეს.

ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელების ქმედების მოტივი. მომხდარს პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.