ბრაზილიიის პოლიციამ ადამიანთა ჯგუფი დააკავა, რომელიც ოლიმპიადის დაწყებამდე ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა. ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სპეცოპერაცია დღეს დილით ჩატარდა. თუმცა, დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. მოგვიანებით დაგეგმილია პრესკონფერენცია.
ზოგიერთი მედიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ აპრილში ვრცელდებოდა ინფორმაცია ბრაზილიაში გასამართი ოლიმპიადის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად, ბრაზილის პოლიციამ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშები 5-21აგვისტოს გაიმართება.