პარიზის გარეუბანში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

პარიზის გარეუბანში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

პარიზის გარეუბანში, პატარა ქალაქ ვალ-დ უაზში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ფიგარო“ პოლიციაში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„კონტრტერორისტული ოპერაცია სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ტარდება. მიმდინარეობს ორი ბინის ჩხრეკა“, - აცხადებს გამოცემის წყარო.

აღნიშნულ ოპერაციას საფუძვლად უდევს ანონიმური ინფორმაცია მოსალოდნელი არეულობების შესახებ. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქალაქში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებდნენ, რომელიც საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა. შეტაკების შედეგად, ექვსი სამართალდამცველი დაშავდა.